მესამე დღეა ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 14 516 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 375 ინფიცირებული.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 395 048 შემთხვევა, გარდაცვლილია 12 948 ადამიანი. ინფიცირების საერთო შემთხვევებიდან 86 ათასზე მეტი მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში გამოვლინდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.