ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 75 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიციების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსი 75 760 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინდოეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ კორონავირუსის სამი მილიონ 310 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 60 472 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო დასავლეთ ბენგალის შტატში მოქმედი კარანტინი 20 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.