ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 987 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 9 987 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განახლებული მონაცემებით ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 266 598 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 466 ფატალური. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-სგან უკვე 129 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინდოეთში ინფიცირების ზრდის მიუხედავად შეზღუდვების შერბილება დაწყებულია. კარანტინის მკაცრი წესები მოქმედებს მხოლოდ მუმბაისა და მაჰარაშტრაში, სადაც სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კინოთეატრები და სავაჭრო ცენტრები ჯერ კიდევ დაკეტილია.