ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 75 083 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 75 083 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს რიცხვი გასული თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 1 053 ადამიანი დაიღუპა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ვირუსის 5.6 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 88 935 ადამიანი.