ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 654 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთში პანდემიის გავრცელების შემდეგ, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი – 6 654 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 720-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი.
ინფორმაციას „სიენენი“ ჯანდაცვისა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს გავრცელების ეპიცენტრი მაჰარაშტრას შტატია, სადაც ვირუსის 44 582 შემთხვევა და 1 517 გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება.