ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 740 პაციენტი.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ს 30 601 ადამიანი ემსხვერპლა. ამრიგად, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვით ინდოეთმა საფრანგეთს გადაუსწრო.
გლობალური მასშტაბით ინდოეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობით მეექვსე ადგილზეა. მას უსწრებს აშშ, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა და იტალია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში სულ დაინფიცირდა 1,3 მილიონი ადამიანი.
ამასთან, როგორ გარდიანი წერს, მთავრობის მიერ ჩატარებული ანტისხეულების ტესტირების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ინდოეთში კოვიდინფექცია ნიუ დელის მცხოვრებლების მეოთხედს გადატანილი აქვს. ეს 40-ჯერ მეტია, ვიდრე ოფიციალურად აღრიცხული ინფიცირებულების რიცხვი.