ინდოეთში ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 379 257 შემთხვევა გამოვლინდა, 3 645 პაციენტი კი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 379 257 შემთხვევა გამოვლინდა, 3 645 პაციენტი კი გარდაიცვალა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 379 257 შემთხვევა გამოვლინდა. ეს მსოფლიო მასშტაბით ვირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ინდოეთის საავადმყოფოები ადგილების და ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ინდოეთში გარდაიცვალა 3 645 კოვიდინფიცირებული. ეს ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 18 მილიონ 376 ათასი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 204 832 შეადგინა.