ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 186 364 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 660 ადამიანი
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 186 364 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 660 ადამიანი

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 186 364 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ბოლო 44 დღის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 660 ადამიანი.

უკვე 15 დღეა ინდოეთში გამოჯანმრთელებულთა დღიური რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობას აღემატება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ისგან განიკურნა 259 459 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 27 მილიონ 555 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 315 235 შეადგინა.