ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 12 881 ადამიანს დაუდასტურდა, 334 ადამიანი კი დაიღუპა
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ზრდა აღინიშნა. ქვეყანაში „კოვიდ-19“ ბოლო 24 საათში 12 881 ადამიანს დაუდასტურდა, 334 ადამიანი კი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 366 946 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსული ინფექციით ინდოეთში 12 237 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყანას ამ დროისთვის 160 384 აქტიური შემთხვევა აქვს, 194 324 ადამიანი კი, უკვე გამოჯანმრთელდა. ყველაზე რთული მდგომარეობა ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშტრაშია.