ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 18 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 18 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 550 522 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 16 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამკაცრებული ზომების შემსუბუქება დაიწყო, თუმცა შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. სკოლები, სპორტ დარბაზები და ბარები კვლავ დახურულია.
ქვეყნის რამდენიმე შტატი, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა მაღალია, ზომების გამკაცრების ან შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ.