ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე შტატ ჯამუ და ქაშმირში ავტობუსი ხრამში გადავარდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, ორმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო.
ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, ავტობუსს მომლოცველები გადაჰყავდა, რა დროსაც გზის რთულ მონაკვეთზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.
დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.