ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ინდოეთის სამოქალაქო ავიაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მძიმედაა დაშავებული 46 ადამიანი. „ეარ ინდიას“ თვითმფრინავი ქერალაში ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.
„ბიბისის“ ცნობით, თვითმფრინავი დუბაიდან მიფრინავდა და ბორტზე 190 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.