ინდოეთის საკლუბო პრო-ლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს ქართველი მსოფლიო ჩემპიონების ლადო ხინჩეგაშვილის „არიანა ჰამერსი“ და გენო პეტრიაშვილის „პანჯაპ როიალსი“ დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 4-3 „პანჯაპელებმა“ მოიპოვეს. შეხვედრები ორივე ქართველმა ჩემპიონმა მოიგო.
ხინჩეგაშვილი, რომელიც ოლიმპიურ წონით კატეგორიაში (57 კგ) ასპარეზობს ინდოელი კალე უტკკარში 11-4 დაამარცხა, მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა კი 15-0 ინდოელი სუმიტი გაანადგურა.