„ბიბისი“ - ინდოეთში ამომრჩეველმა თითი მოიჭრა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ არჩევნებში შეცდომით სხვა პარტია შემოხაზა
ინდოეთში ამომრჩეველმა თითი მოიჭრა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ არჩევნებში შეცდომით სხვა პოლიტიკური პარტია შემოხაზა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბიბისი“ ავრცელებს.
პავან კუმარის თქმით, მან შეცდომით მმართველ „ინდოეთის სახალხო პარტიას“ (BJP) მისცა ხმა. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ინდოელი ამომრჩეველი განმარტავს, ის ხმის მიცემას ტეგინული პარტიისთვის გეგმავდა.
ინდოეთში თითოეული ამომრჩევლის საჩვენებელ თითს მელნით ნიშნავენ მას შემდეგ, რაც მოქალაქე საარჩევნო უბანზე საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს.
პავან კუმარმა ხმა ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე უტარ-პრადეშის შტატის ქალაქ ბულანდშარში მისცა ხმა.
„მე ხმის მიცემა სპილოსთვის მინდოდა, თუმცა შეცდომით ყვავილს მივეცი ხმა“, – განმარტავს კუმარი.
ინდოეთში თითოეულ პარტიას თავისი სიმბოლო აქვს. მმართველი „ინდოეთის სახალხო პარტიის“ სიმბოლო ლოტუსია, სპილო კი „სახალხო უმრავლესობის პარტიის“ (BSP) სიმბოლოა, რომელიც სხვა ორ რეგიონულ პარტიასთან არის გაერთიანებული მმართველი ძალის წინააღმდეგ. პარტიის სიმბოლოები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდოეთში არჩევნების დროს, რადგან ქვეყანაში, სადაც წერა-კითხვის ცოდნის დონე საკმაოდ დაბალია, მათი გარჩევა მატივია.
ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები შვიდ ეტაპად მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა 11 აპრილს დაიწყო 19 მაისს დასრულდება. საბოლოო შედეგი 23 მაისს გახდება ცნობილი. ქვეყანაში 900 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.