ინდოეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა, 100-მდე პირი ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში რჩება. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტამილ-ნადუს შტატში მოხდა. სასმელს, სავარაუდოდ, მეთანოლი ჰქონდა გარეული.
შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ.
ფალსიფიცირებული ალკოჰოლის წარმოებასა და გაყიდვასთან დაკავშირებით დაკავებულია შვიდი ადამიანი.