ინდოეთში აფეთქების შედეგად უსაფრთხოების ძალების 15 წევრი დაიღუპა
ინდოეთში აფეთქების შედეგად უსაფრთხოების ძალების 15 წევრი დაიღუპა

ინდოეთში აფეთქების შედეგად უსაფრთხოების ძალების 15 წევრი დაიღუპა.

როგორც გამოცემა „თაიმს ოფ ინდია“ წერს, აფეთქება მაჰარაშტრას შტატში მაოისტების მიერ იყო ორგანიზებული.

გზის პირას დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც მაგისტრალზე უსაფრთხოების ძალების სატვირთო მანქანა გადიოდა.

აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე მაოისტებმა დაწვეს რამდენიმე მანქანა და სამშენებლო ტექნიკა, რომელიც ავტომაგისტრალის მშენებლობაში ჩართულ კომპანიას ეკუთვნოდა.

მაოისტები ინდოეთის რამდენიმე შტატში 1960-იანი წლებიდან მოქმედებენ. მათივე მტკიცებით, ისინი კაპიტალიზმის წინააღმდეგ და ღარიბთა უფლებების დასაცავად იბრძვიან.