ინდოეთსა და შრი-ლანკაზე წყალდიდობას სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის სამხრეთით, ტამილის შტატში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ათასობით ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანაილი.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დატბორილია შტატის დედაქალაქი ჩენაი, სადაც ადგილობრივი სამაშველო და სახანძრო სამსახურები ამოტუმბვით სამუშაოებს ასრულებენ. ქალაქ ჩენაიში და მის მიმდებარე რეგიონებში გაჩერებულია სამსახურები და დახურულია სასწავლო დაწესებულებები.
ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა კუნძულ შრი-ლანკაზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 25 ადამიანია დაღუპული.
ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ნალექის რაოდენობა მომდევნო კვირიდან დაიწყებს კლებას. მუსონური წვიმები სამხრეთ ინდოეთსა და კუნძულ შრი-ლანკაზე ყოველ წელს ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გრძელდება და ხშირად იწვევს წყალდიდობას და მეწყერს.