ინდოეთის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ შტატებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე რთული მდგომარეობა მადჰია პრადეშის შტატშია შექმნილი.
სტიქიით დაზარალებულ შტატებში ხელისუფლებამ ჰუმანიტარული დახმარება და ტექნიკური აღჭურვილობა გაგზავნა.
პენჯაბის შტატში წყალდიდობას ძლიერი ქარიც დაემატა, რამაც სიმინდისა და ხორბლის ნათესები დააზიანა.
ასევე, წყალდიდობაა ინდოეთის მეზობელ პაკისტანში, სადაც მსხვერპლი 39-მდე გაიზარდა. ბელუჯისტანის პროვინციაში სტიქიამ 100-მდე სახლი გაანადგურა. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა.
საერთო ჯამში, ინდოეთსა და პაკისტანში წყალდიდობას 72 ადამიანი ემსხვერპლა.