ინდოეთმა ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის ტურისტული ვიზები გააუქმა. ამის შესახებ ნათქვამია ინდოეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინდოეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, 15 აპრილამდე შეჩერდება ყველა ვიზა დიპლომატიური, ოფიციალური, გაერო-სა და სხვა საერთაშორისო სამუშაო ვიზების გარდა.
ყველა პირი, მათ შორის ინდოეთის მოქალაქეები, რომლებიც 15 თებერვლის შემდეგ იმყოფებოდნენ ჩინეთში, იტალიაში, ირანში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში, ინდოეთში ჩასვლისას 14-დღიან კარანტინს გაივლიან.
ინდოეთის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ გამგზავრებისგან.