ინდოეთმა „ასტრაზენეკას“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება ოფიციალურად დაუშვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ეს არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც ინდოეთში ოფიციალურად დაუშვეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ინდოეთის ინფორმაციის მინისტრმა დაადასტურა, ინდოეთის მთავრობა კიდევ სამი ვაქცინის ავტორიზაციის შესახებ მსჯელობს.
ინდოეთი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყენაში აღრიცხულია ვირუსის 10 მილიონზე მეტი შემთხვევა.