ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ციკლონ „მიჩაუნგისგან“ გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ციკლონ „მიჩაუნგისგან“ გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. საათში 100 კილომეტრით მოძრავი სტიქია დღეს დაატყდა თავს და ჩენაის დასახლება 1.5 მეტრამდე წყალმა დაფარა.
დაღუპულთაგან ერთ-ერთს ხე დაეცა, მეორე კი წყალში მოხვედრილი ელექტროკაბელებისგან გადასულმა დენმა იმსხვერპლა. კიდევ ექვსი პირი მოვარდნილმა წყალმა წალეკა.
დაიტბორა ჩენაის უმსხვილესი აეროპორტიც, რის გამოც რეისების განხორციელება შეწყდა.
ერთი დღით ადრე უამინდობამ ოთხი ადამიანი იმსხვერპლა თამილ ნადუს შტატში.