ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა
ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი ან-32, რომლის ბორტზეც 13 ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა. საფრენი აპარატის ძებნა უკვე რამდენიმე საათია უშედეგოდ გრძელდება.
თვითმფრინავი ასამის შტატში მდებარე ავიაბაზიდან არუნაჩალ პრადეშში მიფრინავდა, როდესაც სადისპეტჩერო სამსახურთან კონტაქტი დაკარგა. თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის რვა წევრი და ინდოეთის შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედრო იმყოფებოდა.