ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვისურვებ, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს
ვისურვებ, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს, – ნათქვამია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში „X” გამოაქვეყნა.
ამ სიტყვებით სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების სურვილი გამოთქვა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და ერთობლივად მუშაობის იმედი გამოთქვეს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.