ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთი, შესაძლოა, ინდოეთსა და ევროპას, ინდოეთსა და რუსეთს შორის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს
სომხეთი, შესაძლოა, ინდოეთსა და ევროპას, ინდოეთსა და რუსეთს შორის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხური მედიის კითხვის პასუხად განაცხადა.
ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მომდევნო ათ წელიწადში მსოფლიოში სავაჭრო და სატრანზიტო დერეფნების რაოდენობა გაიზრდება.
„ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც მოიცავს ჩაბაჰარის პორტს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს. არის ახლო აღმოსავლეთის დერეფანი, მაგრამ კიდევ ბევრი დერეფანი შეიქმნება, რადგან არსებული დერეფნები 70-80 წლის წინანდელია. იცვლება წარმოება, მოხმარება, ბუნებრივი რესურსები და ახალი დერეფნების შექმნაა საჭირო ახალი ტერიტორიების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. სომხეთი თავისი გეოგრაფიული პოზიციით მდებარეობს ევროპასა და ინდოეთს შორის, ამიტომ ამ თვალსაზრისით არის შესაძლებლობები“, – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.