ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა პაკისტანელ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში იმრან ხანის გამარჯვება მიულოცა. ნარენდრა მოდიმ იმედი გამოთქვა, რომ პარტია „მოძრაობა სამართლიანობისკენ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში დემოკრატია კიდევ უფრო განმტკიცდება. სატელეფონო საუბარი ინდოეთის მოქმედ და პაკისტანის მომავალ პრემიერ-მინისტრებს შორის დღეს გაიმართა.
„მოძრაობა სამართლიანობისთვის“ ლიდერი, იმრან ხანი ყოფილი სპორტსმენია. ის პაკისტანის კრიკეტის გუნდის ყოფილი კაპიტანია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს იმრან ხანი 14 აგვისტოდან დაიკავებს. მისმა პარტიამ არჩევნებში 116 მანდატით პირველი ადგილის დაკავება შეძლო. თუმცა, გამარჯვების მიუხედავად, უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს.
შედეგების გამოცხადების შემდეგ, ამომრჩევლებთან მიმართვაში იმრან ხანმა საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და რეგიონული კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის ინდოეთთან დიალოგის აღდგენასაც