ინდოეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის მაღალტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, კარგად შეისწავლონ ინდოეთის ბაზარი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ინდოეთი ცდილობს, გახდეს ჩინეთის ალტერნატივა, რათა მოიზიდოს საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც თავიანთი მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას ცდილობენ.
ნარენდრა მოდის შეხვედრას ესწრებოდა თხუთმეტი კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მათ შორის Google-ის, Adobe-სა და სხვა მსხვილი კომპანიის დირექტორები. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსაც შეხვდა, ორმა ქვეყანამ რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი.