ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს - მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების ახალ სიმაღლეებზე ასაყვანად
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნანენდრა მოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს.
ნანენდრა მოდის თქმით, დარწმუნებულია, საქართველო-ინდოეთის თანამშრომლობა კვლავ გაძლიერდება.
„გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ინდოეთს და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ბოლო დროს ჩვენი ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობის პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა გააგრძელებს გაძლიერებას. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას ჩვენი ურთიერთობების ახალ სიმაღლეებზე ასაყვანად. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მეგობარი ქართველი ხალხისთვის განვითარებას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი უმაღლესი პატივისცემის რწმუნება“, – ნათქვამია ინდოეთის პრემიერის წერილში.