ინდოეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ღმერთის რჩეულია.
როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ამის შესახებ ნარენდრა მოდიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთმა ამარჩია კონკრეტული მიზნით. როგორც კი ეს მიზანი იქნება მიღწეული, ჩემი სამუშაო დასრულდება. სწორედ ამიტომ სრულად მივუძღვენი თავი ღმერთს, თუმცა ის ბოლომდე არ მიხსნის ყველა კარტს, უბრალოდ მაკეთებინებს საქმეებს. მე ვერ დავურეკავ და ვერ ვკითხავ, რა იქნება შემდეგ“, – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი 4 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მეოთხე ვადით დაიკავებს ქვეყნის მთავრობის მეთაურის თანამდებობას.