ინდოეთის პოლიციის ცნობით, ქაშმირის თავდასხმის ორგანიზატორი ლიკვიდირებულია
ინდოეთის პოლიციის ცნობით, ქაშმირის თავდასხმის ორგანიზატორი ლიკვიდირებულია

ინდოეთის პოლიციის ცნობით, 2019 წლის ქაშმირის თავდასხმის ორგანიზატორი ლიკვიდირებულია.  ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამედის“ ხელმძღვანელი მუჰამედ ისმაილ ალვი, რომელიც 2019 წელს ქაშმირის რეგიონში განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, ქალაქ სრინაგარში მოკლეს.

2019 წელს, ქაშმირის რეგიონში, თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომანქანით დაეჯახა ავტობუსს, რომელსაც ინდოეთის გასამხედროებული პოლიციის 40 მებრძოლი გადაჰყავდა. ტერორისტული აქტის შედეგად ავტობუსში მჯდომი ყველა მებრძოლი დაიღუპა. მომხდარზე პასუხიმგებლობა პაკისტანში დაფუძნებულმა დაჯგუფებამ „ჯაიშ-ე-მუჰამედმა“ აიღო თავის თავზე.

ქაშმირი მუსლიმებით დასახლებული რეგიონია, რომელიც უკვე ათწლეულებია ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირების ეპიცენტრში იმყოფება. ორივე მხარე რეგიონის სხვადასხვა ნაწილს აკონტროლებს და ამასთან, პრეტენზიას როგორც მათ მიერ კონტროლირებად, ისე მთლიან რეგიონზე აცხადებენ.