ინდოეთის მთავრობა ქაშმირისთვის სპეციალური სტატუსის გაუქმებას გეგმავს
ინდოეთის მთავრობა ქაშმირისთვის სპეციალური სტატუსის გაუქმებას გეგმავს, რაც რეგიონს განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს.
კონსტიტუციის 370-ე მუხლი ჯამუს და ქაშმირის რეგიონებს ინდოეთის სხვა შტატებზე მეტ ავტონომიას ანიჭებს. აღნიშნული მუხლი ქაშმირს ნებას რთავს, ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუცია, თავისი დროშა და ავტონომია ყველა საკითხში, გარდა თავდაცვისა და საგარეო საქმეების მიმართულებისა.
ქაშმირის რეგიონზე პრეტენზიას ინდოეთთან ერთად პაკისტანიც აცხადებს და ორივე ქვეყანა რეგიონის ორ ნაწილს აკონტროლებს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ინდოეთმა მის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირის რეგიონი დახურა და ადგილობრივი ლიდერები შინაპატიმრობაში მოაქცია. დაწესებულია შეზღუდვები გადაადგილებაზე და შეკრებებზე, მობილური ინტერნეტი კი გათიშულია.
გასულ კვირას ინდოეთმა რეგიონში 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე შეიყვანა.