ინდოეთის გუჯარათის შტატში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძეგლი გახსნეს. ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის სარდარ ვალაბჰბჰაი პატელის ბრინჯაოს მონუმენტის სიმაღლეს 182 მეტრია.
ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი დაესწრო. სწორედ მისი ინიციატივით აღმართეს მონუმენტი, რომელიც ნიუ იორკში თავისუფლების ქანდაკებაზე ორჯერ დიდია.
ოპონენტები პროექტს მისი სიძვირის გამო აკრიტიკებდნენ. ძეგლის აღმართვა დაახლოებით 400 მილიონი დოლარი დაჯდა.
სარდარ პატელი დიდი ბრიტანეთისგან ინდოეთის გამოყოფის შემდეგ, ქვეყნის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მისი ხელმძღვანელობით შტატები ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი, სარდარ პატელის მსგავსად, ასევე გუჯარათის შტატის მკვიდრია.
ინდოეთის მთავრობის გათვლით, მონუმენტი, რომელიც შტატის ადმინისტრაციული ცენტრიდან, აჰმედაბადიდან 200 კილომეტრში მდებარეობს, ყოველწლიურად 2.5 მილიონ ტურისტს მიიზიდავს.