ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინდური მედია, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოზე დაყრდნობით, იუწყება.
გავრცელებული ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა და ხევში გადაიჩეხა. შემთხვევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავტომაგისტრალებზე გადატვირთული მოძრაობის გამო, ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება.
სტატისტიკის თანახმად, ყოველდღიურად, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საშუალოდ 400 ადამიანი იღუპება. ყოველწლიური მაჩვენებელი კი 150 ათასს აღწევს.