ინდოეთის დედაქალაქში 9 სექტემბერს „დიდი ოცეულის“ სამიტი იწყება, თუმცა, სამიტს არ ესწრებიან რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები.
ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, ნიუ-დელიში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა.
ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მდგრად განვითარებაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და გეოპოლიტიკურ დაძაბულობებზე იმსჯელებენ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პირობა დადო, რომ უკრაინას არ მისცემს სამიტის დაჩრდილვის შესაძლებლობას, რის გამოც უკრაინა ამჯერად სამიტზე საერთოდ არ მიუწვევიათ.
„დიდი ოცეულის“ სამიტი 9-10 სექტემბერს გაიმართება.