ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, საღებავების ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საღებავების ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, 11 და დაშავებულია ოთხი ადამიანი, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 17:25 საათზე მოხდა.
„იყო აფეთქება, რის შედეგადაც შენობა დაინგრა, მუშები ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ არიან. ხანძარი სწრაფად გავრცელდა მიმდებარე შენობებსა და მაღაზიებზე“, – განაცხადა სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ატულ გარგმა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.