ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსალოდნელი ციკლონის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ციკლონი უახლოვდება. ხელისუფლების განკარგულებით, ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე დაიწყო.
ციკლონი „ფანი” ინდოეთს სავარაუდოდ, პარასკევს ღამით დაატყდება თავს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარე 190 კმ/სთ-ს აღწევს.
ამჟამად, სტიქია ორისას შტატს უახლოვდება. დაკეტილია რამდენიმე ნავსადგომი. მაშველები მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობენ. უსაფრთხოების ზომები გაამკაცრებს ანდრა პრადეშისა და თამილ ნადუს შტატებშიც. ხელისუფლებამ უკვე მოაწყო 850-ზე მეტი თავშესაფარი, სადაც სტიქიის დროს მოქალაქეებს გადაიყვანენ. შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაშიც.