ინდოეთის არმიის მიერ განხორციელებულ დაბომბვას სამი პაკისტანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა
სადავო ქაშმირის რეგიონში ინდოეთის არმიის მიერ პაკისტანის არმიის დაბომბვისას სამი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „დაუნი“ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პაკისტანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმა არაპროვოცირებული იყო და ქვეყნის სამხედროებმა საპასუხო იერიში მიიტანეს.
საპასუხოდ, ინდოეთის არმიაში აცხადებენ, რომ საკონტროლო ხაზზე დაბომბვა პაკისტანმა დაიწყო.
გამოცემა „პიონერის“ ინფორმაციით, შეირაღებული დაპირისპირების შედეგად, ინდოელმა სამხედროებმა პაკისტანის სამი სამხედრო პოსტი გაანადგურეს.