ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ ძულიაშვილის დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ალოკ სინგჰალმა ხელი მოეწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საელჩოსათვის VFS Global-ის მიერ სავიზო-სააპლიკაციო მომსახურების არეალის გაფართოებას ინდოეთის დამატებით 10 ქალაქში. კერძოდ, ჩანდიგარში, ჯალანდჰარში, ჯაიპურში, აჰმედაბადში, გოაში, კოჩიში, ტრივანდრუმში, პუდუჩერსა და ჰაიდარაბადში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო აუთსორსული კომპანია VFS Global-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სემინარში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის აღების პროცესში.