ინდოეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა
ინდოეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა

ინდოეთმა „კოვიდ-19“-ის შემთხვევებით რუსეთს გაასწრო და მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ინდოეთში ახლა „კოვიდ-19“-ის 697 887 შემთხვევა ფიქსირდება, რუსეთში ინფიცირებულთა მაჩვენებელი 680 203-ს აღწევს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში ინფიცირების 25 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 425-ით გაიზარდა ლეტალური შემთხვევების რიცხვი, რომელიც ახლა 19  693-ს შეადგენს.