ინდოეთი და პაკისტანი ქაშმირის სადავო რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ინდოეთი და პაკისტანი ქაშმირის სადავო რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
სადავო ზონაში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონების ათასობით ადამიანი საცხოვრებელს უბრუნდება.
ბოლო კვირების განმავლობაში, საარტილერიო დაბომბვებს სადავო ზონაში 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის არსებული უთანხმოების გამო, 50 ათასზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში ცხოვრობდა.
ქაშმირის მთიანი რეგიონი ინდოეთსა და პაკისტანს შორისაა გაყოფილი. მხარეები 2003 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების სრულად დაცვაზე შეთანხმდნენ.