ინდოეთში კორონავირუსით ერთ დღე-ღამეში რეკორდული რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდა.
როგორც ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 24 საათში გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 22 771 შემთხვევა. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსის 648 315 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში ვირუსს 442 ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ინდოეთში 18 655 შეადგინა.
ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს 235 433 კოვიდინფიცირებული.