ინდიანას შტატში, ნობლსვილის საშუალო სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ინდიანას შტატში, ნობლსვილის საშუალო სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ინდიანას შტატში, ნობლსვილის საშუალო სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთი მოსწავლე, ერთი კი მასწავლებელია.

პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავება შეძლო. თუმცა, თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

რამდენიმე დღის წინ ჯორჯიის შტატში, სანტა-ფეს სკოლაში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 10 ადამიანი.