„უკრაინაში ასე გვაქვს დაცდილი, როგორც კი ნაძვის ხეს დგამენ, რევოლუცია ხდება. ამჯერად, მიხაილოვის ქუჩაზე დადგეს ნაძვის ხე და ხედავთ, რომ რევოლუცია იწყება, რადგან ასე ცხოვრების გაგრძელება წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ პირველ არხს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ კიევში, იზოლატორთან განუცხადა. ამის შესახებ მან იზოლატორთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა.
სააკაშვილის მომხრემ ეს განცხადება პირველ არხთან მას შემდეგ გააკეთა, რაც იზოლატორთან ინციდენტი მოხდა. მისი თქმით, ინციდენტი პროვოკატორების გამო მოხდა.
სააკაშვილის მომხრეები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი კიევში რამდენიმე საათის წინ დააკავეს.