ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, დღეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა ერგნეთში, ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამდგომლობით ორ საათზე შედგება. ცხინვალის დე ფაქტო, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენები იქნება განხილვის მთავარი თემა.
ცენტრალური ხელისუფლება სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილავს და როგორც წინა შეხვედრებზე, ბლოკ საგუშაგო ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეა და მისი დაშლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.