„იმპიჩმენტის მარშის“ მონაწილეები კიევში ოქტომბრის სასახლეში შეჭრას ცდილობენ
„იმპიჩმენტის მარშის“ მონაწილეები კიევში ოქტომბრის სასახლეში შეჭრას ცდილობენ

„იმპიჩმენტის მარშის“ მონაწილეები კიევში ოქტომბრის სასახლეში შეჭრას ცდილობენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან იუწყება.

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მაიდანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მხარდამჭერებს ოქტომბრის სასახლესთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა, სადაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მათი სათაო ოფისი უნდა ყოფილიყო.

სასახლის შესასვლელი ამ წუთებში ეროვნული გვარდიის მიერ არის ბლოკირებული. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები დემონსტრანტებს სასახლეში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები მიკროფონის საშუალებით მიმართავენ სამართალდამცველებს, ოქტომბრის სასახლეში მყოფი მაყურებლისთვის, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, დერეფანი გააკეთონ და მათ გამოსვლის საშუალება მისცენ.

მანამდე დემონსტრანტებმა შევჩენკოს პარკიდან მაიდნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები სიტყვით გამოვიდნენ.