საჩხერის საკარანტინო ზონა ვადის ამოწურვის შემდეგ სამმა მოქალაქემ დატოვა, ერთი კი სტაციონარიდან მას შემდეგ დააბრუნეს კარანტინში, რაც მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, საჩხერეში 54 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 220 მოქალაქე, „წყალტუბო პლაზაში“ – 93. წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმიდან ორი ადამიანი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გადაყვანილია სტაციონარში და კარანტინში ამ დროისთვის 12 მოქალაქე რჩება.
ხარაგაულში, თვითიზოლაციაში იმყოფება მარნეულში მცხოვრები 26 ადამიანი, თერჯოლაში კი 28 პირი.
ამ დროისთვის იმერეთში თვითიზოლაცია დაასრულა 19-მა პირმა. თვითიზოლაციაში რჩება 508 ადამიანი.