იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 405, ხოლო კარანტინში 435 მოქალაქე რჩება.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საჩხერეში კარანტინში 52 მოქალაქეა, დღეს საირმის საკარანტინო სივრცე 41 მოქალაქემ საინკუბაციო პერიოდის გასვლის გამო დატოვა, თუმცა კარანტინში კვლავ მიიღეს სარფის საბაჟოდან ქვეყანაში შემოსული მოქალაქეები და ამ დროისთვის საირმის კარანტინში იმყოფება 207 მოქალაქე. წყალტუბო პლაზაშია 92 მოქალაქე, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში კი ამ დროისთვის მხოლოდ 84 მოქალაქეა.