იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სოციალურად დაუცველ მაკასარაშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ მაკასარაშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცა. რვასულიანი ოჯახი რეგიონის მასშტაბით ერთ–ერთია, რომელსაც ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვს. ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 1000 ქულით არის შეფასებული.
მხარის რწმუნებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მრავალსულიან ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა. ასევე სამ მცირეწლოვან ბავშვს საჩუქრები მიუტანა.
პერევის შემდეგ შავლეგო ტაბატაძე სამტრედიის სოფელ გორმაღალაში ჩავიდა და სკოლამდელი დაწესებულების ოთხ აღსაზრდელს საჩუქრები ჩაუტანა. ბავშვებმა საკუთარი სურვილების შესახებ იმერეთის რწმუნებულს ერთი თვის წინ უთხრეს, როდესაც მხარის პირველი პირი სოფელში არსებული ბაღის მდგომარეობას ეცნობოდა. აღნიშნულ დაწესებულება მცირეკონტიგენტიანია და მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს.