იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული პატრიარქს შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული პატრიარქს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და შობა-ახალი წელი და იუბილე მიულოცა.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებული მის უწმინდესობას იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფოს მიერ გლეხებისთვის მიწათსარგებლობის გამარტივების საკითხს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს.

კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმარი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.