იმერეთში კორონავირუსზე 131 ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევაა
იმერეთში კორონავირუსზე 131 ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევაა

იმერეთში ამ დროისთვის კორონავირუსზე 131 ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგაძემ განაცხადა.

როგორც გოჩა გიორგაძემ აღნიშნა, გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში რვა ანალიზი აიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საჩხერეში 58 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმეში 218, წყალტუბო პლაზაში 93, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმში კი 16 მოქალაქე. ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებიან თერჯოლასა და ხარაგაულში დასაქმებული მარნეულის მცხოვრებლები. 26 ადამიანია ხარაგაულში, 28 კი თერჯოლაში.