ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 1 139 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ ერთ პირს დაუდასტურდა. დანარჩენი პასუხები კი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა პირს, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინში იყო მოთავსებული.
კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს, ასევე კარანტინიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.
რაც შეეხება რეგიონის საკარანტინო სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით კარანტინში 110 პირი იმყოფება.